ვის თვალებშიც მზე გულიდან ამოდის
ვის თვალებშიც მზე გულიდან ამოდის, იმ თვალების სიყვარული თან მაქვს. ვის თვალებშიც მზე სულიდან ანათებს, ის შეხედვა სულის საგზლად დამაქვს. ვინც უსიტყვოდ ლოცვას გამომადევნებს, ვერასოდეს გადავუხდი ამაგს, ის დედაა, უთქმელ ფიქრთა მცნობელი, მას ხომ გულში სიყვარულის ზღვა აქვს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი