მტრის მოძმედ აღმქმელი


რა ვუთხრა მოყვარეს რომელიც ვერ არჩევს 
ერთურთში მტერსა და მისიანს? 
სამშობლოს მტრისაკენ თუ გული მიგიწევს 
მაშინ ეს სამშობლო სხვისია. 

მისია, ვინც მიწას ბრძოლებით იცავდა, 
მათი შვილების და ძმისია, 
პირნათლად ვერ მივა გმირების საფლავთან 
ვერ ეტყვის ეს მიწა მტრისია. 

არ მინდა მოკეთეთ მტრის მოძმედ აღმქმელი 
ამ მიწას გმირების სისხლი აქვს 
ორპირებს სამშობლოს მიწაც არ მიიღებს, 
ეს მიწა ნამდვილი ძმისია. 
                        თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი