ყვავი და არწივი
ყვავს არ ასვენებს კითხვები არწივს ჩაუდგა კვალშია, არწივო შენი მხნეობა და სიძლიერე რაშია? არ ჩამოეხსნა მდუმარეს გვითხარ ეგ ძალა რაშია? რამ მოგცა სიბრძნე მეფობის, ვინ გიდგას მოძმედ მხარშია? კითხვებით თავმობეზრებას მეფემ პასუხი არჩია, ყვავო! იქნება ვერც მიხვდი, რომ ჩემი ძალა ჩემშია. გენი მამხნევებს ძლიერი, მოძმედ კლდე მიდგას სალია, ჩემი ძალა და მხნეობა ჩემს ძლიერ ხასიათშია. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი