ჩემს ბაღში
ჩემს ბაღში ველურ ყვავილსაც ჩემთვის ბაღნარის ფასი აქვს, ისე ამაყად მიყურებს თითქოს სურნელით ვარდია. ჩემს სახლ-კარს ჩემი ხმა მესმის, წუთებს მახსენებს მადლიანს, მოგონებები მიხმობენ, კედლებს სიცოცხლე ატყვიათ. ეზოვ ცოცხალო ხმიანო, ჩიტებს მოუხმე ხმამზიანს, შაშვის გალობით დაგვატკბე ამ სახლის ბინადარნია. სახლო სულ უნდა იხარო შენთან სიბერე მწადია, შენგან როდესაც შორსავარ წუთები ნატვრით გადიან. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი