გაყიდული საქართველო მტკივა


მოძმისაგან გაყიდული სული მტკივა, 
ზურგს უკან რომ დამიმიზნა ტყვია. 
გაყიდული სამშობლო და მიწა მტკივა, 
ძმათა სისხლი რომ არ შეშრობია. 

რა ვიწამო, რა ვუწოდო ქართველს, 
გმირის საფლავს ზურგი რომ აქცია. 
მათ სახელებს უსახელოდ განვლილს 
მოღალატის ისტორია ჰქვია. 
              თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი