როცა...


როცა გიყვარს ყველაფერი 
მარტივია მაშინ, 
ნუ იქნები მოღალატე 
საკუთარი მრწამსის. 

ნუ დაახრჩობ შენს სურვილებს 
სინანულის ტბაში, 
ნუ იტყვი რომ არ ღირს ბრძოლა 
და რომ არ გაქვს შანსი. 

ნუ ჩააქრობ მომავლისთვის 
მანათობელ ლამპარს, 
ნუ იტყვი რომ რაც ბრწყინავდა 
ყველაფერი გაქრა. 

ყველაფერი ფასს დაკარგავს 
თუ შენს მიზანს აცდი, 
შორიდან ხომ ქარიშხალიც 
ლამაზია ზღვაში. 
              თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი