შური


ერთგულება გადარია შურმა, 
სიკეთისთვის მიიღეო ხურდა 
და სიკეთემ ბუნებისგან მუნჯმა, 
დაუბრუნა სიტყვით მწარე ხურდა. 

რატომ ხარბობ შენც იცხოვრე ძმურად, 
რატომ კიცხავ სხვის სიკეთეს ურცხვად, 
ნუ დაითვლი სხვის ხელებში ხურდას, 
ნუ გამძიმებს რაც სხვამ გასცა უხვად. 

რასაც გავცემ არ მოველი უკან 
მომწონს როცა სიკეთე მფლობს სრულად 
ვერ მივიღებ შენს გადათვლილ ხურდას 
გული ხარობს როცა ვშველი მწუხარს.
                            თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი