სამშობლოს ცის მოტრფიალეს
ამ ხედებს თვალს რომ შევავლებ გული სიამით მევსება, მთები სალაშქროდ მიწვევენ ბუნებით ტკბობას მპირდება. კლდიდან მომწყდარი ჩანჩქერი მდინარეს ედუდუნება, წყარო ბაგეებს მიკოცნის, პირის მოხსნა არ მინდება. ველად ყაყაჩო ქარს იწვევს, მშვენებით ედიდგულება, ამ სილამაზის შემყურეს კაცს სისხლი აგიდუღდება. სამშობლოს ცის მოტრფიალეს მასზე ლექსის თქმა მწყურდება, სიცოცხე მელამაზება და ასწილ მეტად მინდება. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი