Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_crm9j9dvaema75t9l66b1g7epk, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ცხოვრების ანბანი - თამარ გელაშვილი | პოეზია

ცხოვრების ანბანი


ცხოვრება გაკვეთილს გვიტარებს უცნაურს, 
გვასწავლის ვის ვენდოთ ვის არა, 
ვისთან ღირს სევდის და ღიმილის გაყოფა, 
ვინ გაქცევს ეკლად და წიწაკად. 

თუ ზოგჯერ პასუხებს არჩიე სიჩუმე 
გამგები მიხვდება მისამართს, 
ცხოვრება გვიტარებს უცნაურ გაკვეთილს 
თუმც გვიან ვითვისებთ მის ანბანს. 
                თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი