დრო გადის
დრო გადის ფიქრი და გული არ ბერდება, თუმც თეთრი გამოჩნდა თმაში, დღეები მალი-მალ აღმართს მიჰყვებიან, წლები გვეცლებიან წამში. განვლილში ბევრია ხსოვნას შერჩენილი ლამაზი დღეების კვალი, ბევრი მიცინია, ბევრიც მიჯავრია, დღეებს შერევია ჯანღი. ვცდილობ, თან არ გავყვე დღეებს ქარიშხლიანს, ჩემში კვლავ ვიპოვო ბავშვი. პატარა ასაკშიც ბევრია მოხუცი, მოხიცშიც ბევრია ბავშვი. დრო შენთან მარცხდება თუ ეძებ სიხარულს, გულიც არ ბერდება მაშინ, ჭაღარა თმის ღერი რა საფიქრალია, თუ გულში კვლავ ცოცხლობს ბავშვი. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი