მონატრება...


მონატრებას რა ფერი აქვს იცით? 
ნაცრისფერი შავ ფერთან რომ იბრძვის, 
ვერც კი ამჩნევ თეთრი ფერის აფრას, 
როცა გულით დიდი დარდი დაგაქვს. 

მონატრებას რა გემო აქვს იცით? 
ცრემლში ნაზავ მწარე სინამდვილის, 
ვერ შეიგრძნობ სიხარულის გემოს, 
როცა სულში ტკივილები მეფობს. 

მონატრებას რა სევდა აქვს იცით? 
აუტანელ განშორების ფიქრის, 
დღის, რომელიც არ იწყება დილით, 
ღამის, როცა საბნად გხურავს შიში. 
              თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი