მაგრამ მაინც ნაწყენი მე
ზოგჯერ სიტყვა ისე დაგჭრის დაგაგლიჯავს გულის სიმებს, აქეთ შენს თავს ეკითხები, ნუთუ ამას ვიმსახურებ? მეტად გტკივა, როცა ხვდები არ იყავი რისიც ღირსი და პასუხიც გულნატკენმა ვერ გაეცი საკადრისი. თუმც კი ზოგჯერ უპასუხოდ დარჩენა სჯობს რია-რიას, იქნებ შეცდა და სიტყვები უნებურად დააბნია. სიტყვის ძალა ისე წაგშლის იტყვი ეს რა დამმართნია, წყენა მისგან მეტად გტკივა, ვინც რომ შენთვის ძვირფასია. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი