Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_456llfvlg5tf6hs0vud85dpo5r, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
რაჭა ჩვენი ტკივილი - თამარ გელაშვილი | პოეზია

რაჭა ჩვენი ტკივილი


მთის ცრემლი ზღვად იქცა, მრისხანედ იქუხა,
წაშალა სამოთხე წარღვნამ,
მწუხარე დღეებმა დახურა გულები,
რამდენი სიცოცხლე ჩაქრა.

ოხვრა და გოდება ცრემლგამშრალ დედების,
ღრიალი მამათა, ძმათა,
წალკოტი რომელიც გასწირა სამყარომ 
აქცია ცოდვიან ლაფად.

ბუნების მშვენებით რჩეულზე  რჩეულო,
ტკივილად ქცეულო რაჭავ,
რა ვუთხრა შენს შვილებს  სიტყვას ვერ ვპოულობ,
მთის კალთებს რა რისხვა აჰყვათ?

    თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი