მამები


მამები უთქმელი გრძნობებით ცხოვრობენ, 
მოდიან იმედის ვარსკვლავად. 
მამა გყავს? მაშ რა გაქვს სხვისგან დასაცავი? 
შენს გამო მთებსაც კი გადადგამს.

მამაა შვილისთვის ფარიც და აბჯარიც,
მის გამო თავს დადებს ზვარაკად,
მამაა შვილისთვის ცხოვრების მესაჭე
შეცდომის უფლება მას არ აქვს.
     თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი