შენი შექმენი შენ
არ დაელოდო არვის, შენი შექმენი შენ, გამარჯვებაა თუ მარცხი შენს თავს მადლობდე შენ. სხვისი ლოდინის წუთებში უქმად ჩაგივლის დღე, ძლიერი მხოლოდ მაშინ ხარ, თუ შენში ჰპოვებ შენს. უძლური ბევრს არ უნდიხარ, ხვალ ყველა გიქცევს გვერდს, თუ ფეხზე მყარად არ დგახარ შენს თავს ვერა ცნობ შენ. ფრთები არასდროს დაუშვა ღამე არის თუ დღე, არ დაელოდო არვის, შენი შექმენი შენ. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი