იყავი შენი სულის პოეტი
იყავი შენი სულის პოეტი, მშვენიერება ეძიე შენში, მერე რა ლექსის სტროფს თუ ემდური, ცხოვრების რითმის შეიგრძენ ფასი. პოეზიაა ტაძრის ზარებში, ბავშვის თვალებში, წყაროს ჩუხჩუხში, პოეზიაა ფოთლის შრიალში, მზის ამოსვლაში და ცის ქუხილშიც. იყავი შენი სულის პოეტი დაწერე დილა შენი მომავლის, პოეზიაა რაც შენს ცხოვრებას ლამაზ რითმებად აქვს ცხოვრებაში. პოეზიაა მამის ღიმილში, დედის ნანაში, მეგობრის ხმაში, პოეზიაა ყველა ოჯახში სადაც პირველად გაივლის ბავშვი. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი