სიყვარულია
სიყვარულია, როცა დილით ფიქრით იღვიძებ, მისი ხმა გესმის, მისი სუნთქვის სითბოს შეიგრძნობ, სიყვარულია, როცა ელი მისგამ მოკითხვას, ზარის ლოდინში გაბრაზების გრძნობაც რომ გიპყრობს. სიყვარულია, მარტოდ ყოფნის ხანგრძლივ დუმილში, რომ იმეორებ ჩუმად გულში, ნეტავ აქ იყოს, სიყვარულია, რომ გასცქერი გზას მოლოდინით თუ იგვიანებს, დარდები რომ გულში ნადირობს. სიყვარულია, ჰო, უბრალოდ სიყვარულია, რომ უიმისოდ სიხარული არ სიხარულობს, სიყვარულია, ჰო, უბრალოდ სიყვარულია, როცა მისგან შორს, მისი ყოფნა გინდა შეიგრძნო. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი