დროებითია ეს სამყარო


დროებითია ეს სამყარო დროებითია, 
წარმავალია სიხარულიც და გულისტკენაც, 
დროებითია სიყვარულიც და სიძულვილიც, 
ამ სამყაროში სიცოცხლეც კი დროებითია. 

იბრძვი მეტისთვის, იტანჯები მრუდი ფიქრებით, 
თითქოს ამქვეყნად მზის ამოსვლაც შენი გგონია, 
ვერ გააოცებ ამ სამყაროს მედიდურობით, 
ჩვენი ბოლო გზა საცალფეხო ბეწვის ხიდია. 

სიკეთისათვის გაიმეტე ოქროს წუთები, 
რადგან იცი რომ ეს საწუთრო დროებითია, 
მეფეც, პაიკიც, ერთ სუფრასთან სხდებიან ბოლოს, 
იმ ხიდს გადაღმა ყველა შენი თანასწორია. 

მთვარეს მზე შეცვლის, ღამეს დილა, ავდარს დარები, 
წარმავალია ყველა წუთი წარმავალია, 
დროებითია სიღარიბეც, ავლა დიდებაც, 
მეფის გვირგვინის ბრწყინვალებაც დროებითია. 
             თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი