უხილავი წამზომი


სამყაროში უხილავი წამზომი გვაქვს, 
არვინ ვიცით ვის წამზომზე რა დროა, 
მომავლისთვის ნუ გადავდებთ ემოციას, 
დღეს მითხარი რაც ფიქრებში დაგროვდა. 

იქნებ ახლა უკანასკნელ წამებს ვითვლი, 
იქნებ ბევრი დროც მაჩუქა წამზომმა, 
სინანულით არასოდეს დაბრუნდება 
ის რაც უკვე განვლილ წამებს თან ჰქონდა. 

დღეს გაეცი პატიებაც, თანაგრძნობაც, 
სიხარულიც, მწუხარებაც და სევდაც, 
თუ ხვალისთვის ვეღარ გნახავ რა აზრი აქვს, 
შენს ფიქრებში რა აზრები დაქროდა. 

გიყვარს? უთხარ, სახვალიოდ არ გადადო, 
სატრფოს, მშობელს, შვილებსა თუ მეგობარს 
გადაეცი შენს გულში რაც გრძნობა ბორგავს, 
ჩვენ არ ვიცით ხვალის წამზომს რა დრო აქვს. 
          თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი