სიტყვის ფასი


ხმა ამოიღე მაშინ როცა სიტყვა ოქროა, 
ღალატად ფასობს მდუმარება გადამწყვეტ წამში, 
ხმა ამოიღე ეგ დუმილი ლაფში გორვას გავს 
როდესაც სიტყვებს დაატყვევებ მღელვარე ზღვაში. 

ხმა ამოიღე! სიტყვის ძალა ხმალზე მჭრელია, 
სიტყვა გმირობის ტოლფასია თუ სწორ დროს გათვლი, 
ასჯერ გაზომე, ერთხელ გასჭერ ბრძნული სიტყვებით, 
მტერსაც არ უყვარს შიშჩამდგარი ლაჩარი კაცი. 
           თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი