ბუნების რისხვის ნაკვალევი
სახე დარდისაგან დაზაფრული მუხას დაემსგავსა ნამეხარს, თვალი უსიცოცხლოდ მომზირალი სევდის უნაპირო ზღვად იქცა. ნეტავ რას დუდუნებს ეს კლდე ნამეწყრალი ახლა ვის სიცოცხლეს წარიტანს? სული გამეყინა ცუდის მოლოდინში, ცოდვით ცრემლებიც კი ქვად იქცა. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი