Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_crm9j9dvaema75t9l66b1g7epk, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ქარვისფერი შემოდგომა - თამარ გელაშვილი | პოეზია

ქარვისფერი შემოდგომა


კართან მომდგარა შემოდგომა ფერებით სავსე, 
ოქტომბერია, ჭრელაჭრულა ფოთლები მეფობს, 
ყურძნის მტევნები საწნახელში ჩამწკრივებულან, 
გვიხმობს რომ მისი სასწაულის შევიგრძნოთ გემო. 

ჯაგნებს აუსხავს ქარვისფერი სავსე მძივები, 
ხურმის ტოტები ნარინჯისფერ სამოსელს მშვენობს, 
კომშის სურნელი მთელს ეზოში გამეფებულა, 
ხარობს ბარაქით დატვირთული გლეხკაცის ეზო. 
     თამარ გელაშვილი 2023.20.09

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი