შენი სიყვარული დამაქვს


შენით მითენდება დილა, 
ღამე შენზე ფიქრი მჩემობს, 
შენი სიყვარული დამაქვს, 
საგზლად სადაც წავალ ჩემო. 

ბინდში არ გამიშვა ხელი, 
შენს გულს ჩემს ნახევრად ვჩემობ, 
როცა მცხუნვარე დღე დაგღლის, 
მინდა დამიგულო ჩეროდ. 

გადის ეს ცხოვრება გადის, 
მოდის შემოდგომის გემო, 
არ მსურს დათოვლილი ვნახო
ჩვენი გასავლელი მდელო. 
     თამარ გელაშვილი 2023.23.09

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი