დრო, დროს ვერ უთმობს დროს


დღეები სწრაფად მიქრიან, 
დრო, დროს ვერ უთმობს დროს, 
ყველა დროს თავის ხიბლი აქვს 
თუ სწორად გათვლი დროს. 
გელამაზება სიცოცხლე 
თუ სწორად ირგებ როლს, 
დრო ვერას გაკლებს დინებით 
როცა მის ავს და კარგს ცნობ. 
დრო აღმა-დაღმა გატარებს 
დრო უდროობას გმობს, 
დრო მიდის ვერ დაეწევი, 
ვერც შეაჩერებ დროს. 
დროის წამზომი გიღიმის 
თუ კი მის რითმებს გრძნობ, 
დრო მხოლოდ მისთცის ჩერდება, 
ვინც კი სიცოცხლეს თმობს. 
დრო მაშინ დაგააფასე 
როდესაც გახვალ ფონს,
 დრო თავის სავალს მიიკვლევს, 
არ ცნობს მრუდეს და სწორს. 
        თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი