არც ისე მცირე და არც ისე ცოტა ვართ


არც ისე მცირე და არც ისე ცოტა ვართ,
ჩვენ, ჩვენი რომ ვერ თქვათ სათქმელი, 
ერთმუჭა ქართველებს იმხელა გული გვაქვს 
მოძმისთვის აბჯარიც გავხდებით.

არც ისე მცირე და პატარა გეგონოთ 
ეს მიწა, სხვის ფიქრში მტკაველი,
მეტი რომ არა ვთქვა, ისეთი მოდგმის ვართ, 
დედა გვყავს ცხრა გმირის გამზრდელი.

 არც ისე მცირეა ეს ჩვენი მამული,
 მამული მართვეთა გამზრდელი, 
ვაჟკაცთა, მებრძოლთა ძლიერი გენი გვაქვს, 
გენი გვაქვს ფიცის არ გამტეხის. 

არც ისე დიდი და არც ისე მცირე ვართ,
ღვთის მადლით ბევრი გვაქვს საქები,
მიწიდან გვლოცავენ წინაპრის ფესვები,
ზეციდან ამ ქვეყნის გამჩენი.

     თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Nikoloz Abuladze Web Developer9 თვის წინ

ძალიან კარგი ლექსია

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი