მომიტევე ზეციერო


მომიტევე თუ ოდესმე 
ჩემგან გესმა სიტყვა მრუდი, 
ნებისით თუ უნებურად
შევიქმენი უმადური.

განვიკითხე სხვისი ქცევა, 
განსჯით გავხდი  სიტყვა უხვი,
შევცდი, რადგან მიტევება
ვერ შევძელი დაფარილში.

თვალი ავარიდე ღატაკს,
ცოდვაც გამოვხატე შურში,
დავიმძიმე ხასიათიც 
როცა სიტყვა წამცდა მრუში.

დამეხმარე ზეციერო,
მადლი ჩავისახლო სულში,
ცოდვას ლოცვით ვუსაშველო,
წყრომა არ ჩავიდო გულში.

    თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი