ფიქრთა ქაოსი


თუკი საშველად ვინმე მოგიხმობს 
ხელი მიეცი მხნედ, 
არ დაგენანოს მადლის გაცემა 
მადლსვე მიიღებ ბევრს.

არვისთვის ცუდი არ გაგეხარდეს, 
მადლობა უთხარ ბედს,
ნუ გადიქცევი მტრისთვის მზის სხივად 
ფერფლადვე გაქცევს შენ.
 
შენი წარსული თუ გავიწყდება 
ვინ მოგიკითხავს ლეშს, 
ნერგი მოვლით და შრომით იხარებს 
ნუ გადაუჭრი ფესვს.
 
მიწას რომელსაც შენთვის იცავდნენ
ნუ დაულოცავ მტერს,
მოკეთე თუკი მტრისგან ვერ არჩევ 
ჩაგსვენებია მზე.

შენი წარდგმული მცდარი ნაბიჯი 
შენს შვილს აურევს გზებს 
პაპის ნათესი მდოგვის მარცვალი 
შვილიშვილს ჩასწვავს ყელს

თუკი საშველად ვინმე მოგიხმობს 
ხელი მიეცი მხნედ, 
არ დაგენანოს მადლის გაცემა 
მადლსვე მიიღებ ბევრს.
      თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი