თუ დაცემულს გზად წახვდები


თუ დაცემულს გზად წახვდები 
ხელი წამოაშველე, 
მიეც ძალა წამოდგომის, 
მასთან მისვლის არ შეგრცხვეს. 

არ ეძიო მიზეზები 
თუ ცრემლები ახრჩობდეს, 
შენი კითხვა მას სინდისის 
განმკითხველად არ ექცეს.
 
არ იქექო მის წარსულში 
ისე წამოაყენე,
გზა განაგრძე, მის ხელებზე 
ტალახს თუ ვერ ჩამოწმენდ.
       თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი