ქვეყანა იქცა ცირკის არენად


ქვეყანა იქცა ცირკის არენად,
სწავლულთ ბრაზისგან ენა დაებათ,
სულელს არააქვს მეტის გაგება,
მავანს არ უნდა გამოდავება.

მთავარი არსის მიზანს აცდენა,
ბრბოთა ქაოსი, სიტყვის გატეხა,
რაც სიმდაბლეა ის ეამებათ,
ჯამბაზს ეს სულაც არ ენაღვლება.


ქვეყანა იქცა ცირკის არენად,
მლიქვნელებს ტაში არ ენანებათ.

27.11.2024 თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი