გამოცანები 2


21
ბალახს ძოვს და რძეს გვიგროვებს,
ცურს მოათრევს რხევით,
მისი მადლით არ გვაკლია
რძე, მაწონი, ყველი.
                                              (ძროხა)

22
წვრილი გრძელი კისერი აქვს,
თავზე ადგას დიდი რქები,
ეძახიან ტყის მშვენებას,
ძლიერ უყვარს ხის ფოთლები. 
                                    (ირემი)

23
ცივი ზამთრის თანმხლები ვარ,
თეთრად ვმოსავ ირგვლივ მთა-ბარს,
როცა მოვალ პატარები 
აკეთებენ თოვლის პაპას.
                                               ( ფიფქი)

24
ქურდბაცაცა, მსუნაგი,
არის ბოსტნის სტუმარი,
უყვარს ტკბილი სტაფილო,
კომბოსტოსაც არ ინდობს.
                         (კურდღელი)

25
მოშრიალე ფურცლები მაქვს, 
შავი ფერით მოქარგული, 
ვინც ჩემს გვერდებს ხშირად სტუმრობს 
ცოდნისაა მოყვარული.
                                          (წიგნი)

26
დაბაჯბაჯებს, დაბურდღუნებს,
ძლიერ უყვარს ვაშლი, წაბლი,
მაგრამ ყველას ურჩევნია
თაფლის ერთი დიდი კასრი.
                                               (დათვი)

27
თვინიერი ცხოველია 
გადამყვანი მგზავრის,
ფეხმარდსა და ფაფარ აშლილს
ვერ გაასწრებს ქარი.
                                (ცხენი)

28
დღე და ღამე ზურგით დააქვს 
ჯავშნიანი სახლ-კარი,
ჭიანჭველაც კი გაასწრებს 
სწრაფი ტემპით მავალი.
                                       (კუ)

29
თავდაყირა უყვარს ძილი, 
დღის სინათლე არ უყვარს,
ღამის ფრინველს ეძახიან,
ვინ იქნება?
                                   (ღამურა)

30
ზურგზე ადგას თავის სახლი,
სადაც მიდის მიაქვს, 
ამ პატარა მინდვრის სტუმარს 
მითხარი რა ჰქვია? 
                                 (ლოკოკინა)

31
თვალდახუჭულს უყვარს სტვენა,
ფრინველია ბაღის, 
მისი მსგავსი მგალობელი
ქვეყნად არვინ არის. 
                             (ბულბული)

32
გარეული ფრინველია, 
შავ-ყვითელი, ხატულა,
დიდ ქოჩორზე სავარცხელი 
მოხდენილად ახურავს.
                                     (ოფოფი)

33
დათუნია იღიმება ძილის დროს და
 ლოკავ თათს,
ალბათ  სიზმრად დაინახავს
უზარმაზარ კასრით …
                                               (თაფლს)

34
შინაური ფრინველია, 
ტანს მიათრევს ძუნძულით, 
მთელ დღეს წყალში დაცურავს და
სულ მშრალი აქვს ბუმბული. 
                                           (ბატი)


35
დღე და ღამე ესიზმრება
წიწილა და ბაჭია,
ცდუნებას რომ ვერ გაუძლო 
საქათმისკენ გასწია.
                             (მელია)

36
ის ორ ცხოველს შეადარეს 
სიჯიუტით განთქმულებს,
მას სახელიც სწორეთ მათი 
შედარებით არგუნეს,
მღრღნელია და ქურდბაცაცას
ხაფანგიც კი დაუგეს. 
                                    ( ვირთხა)

37
პაწაწინა მწერი არის,  
მიწაში აქვს სახლი,
თავის თავზე მძიმე ტვირთით
თავდაყირა დადის.
                              (ჭიანჭველა)

38

ბნელ ღამეში ყველა ნატრობს
ამ ნამგლისებრ მნათობს,  
როცა დილა გათენდება  
ის არავის ახსოვს.
                                (მთვარე)

39
როცა მოდის არემარეს 
ხურავს თეთრი საბანი,
ცივია და სუსხიანი 
და მას ჰქვია …
(ზამთარი)

40
ამ უცნაურ მოცურავეს 
ხელის ხლება არ უყვარს, 
თუ შეეხე მის რბილ სხეულს
უეჭველად დაგსუსხავს,
ვინ იქნება გამოიცან 
ზღვის ერთგული …
                           (მედუზა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი