გამოცანები 3
41 ყინვაგამძლე ყვავილი ვარ, ტანთ მაცვია თეთრი კაბა, ზამთრის ბოლოს გესტუმრებით, გამოიცან მე ვინა ვარ. ( ენძელა) 42 ამ ფუმფულა ცხოველს ძლიერ უყვარს თაფლი, ცივ ზამთარში ძინავს, პირში უდევს თათი. (დათვი) 43 გამოიცან ვინ ვიქნები ყვავილების გუნდი მომყავს, წელიწადის დროებს შორის მე სიცოცხლის მეკვლედ მოვალ, ჩემს მოსვლაზე არემარე მწვანე ფერით იბურება, ჩიტუნები თბილ ქვეყნიდან თავის ბუდეს უბრუნდება. (გაზაფხული) 44 წყალზე მშრალად რომ გახვიდე ავდარია თუ დღე მშვიდი ამისათვის ააშენეს მდინარეზე დიდი … ( ხიდი) 45 წუწკზე წუწკი ცხოველია, მისი ნდობა ძნელია, მისგან თქმული სიმართლეც კი რთულად დასაჯერია, თუ მიხვდებით ვინ იქნება ეს კუდ გრძლი ….. (მელია) 46 ისე სწრაფად ჩაგვიქროლებს არც იფიქროთ დაეწიო, უხილველად გვეჯახება თითქოს უნდა შეამჩნიო. არის სუსტიც და ძლიერიც, ზოგჯერ ცელქიც, თავნებაც, მისი შიშით ხეს ფოთლები ნაადრევად აწყდება. ( ქარი) 47 უდაბნოში ისე დაჰქრის გეგონება იყოს ბუზი, მძიმე ტვირთთან ერთად მიაქვს ზურგზე ამოზრდილი კუზი. ( აქლემი) 48 ყვავილებში არ ყავს ტოლი და დედოფალს ვადარებთ, სურნელებით ისე მოგვწონს სუნამოსაც ვამზადებთ. ( ვარდი) 49 ძაფზე როცა ამაცმევენ ქვაბში მიხმობს ბადაგი, თათარას თავს დამასხავენ და ჩურჩხელაც მზად არის, თაგვი ხშირად მაკნატუნებს, კბილები აქვს მაგარი, ცელქ ციყვებსაც ფუღუროში ჩემით ააქვთ მარაგი. (თხილი) 50 დავფარფატებ ველ მინდვრებში, არ მაქვს დრო დასაკარგი, ყვავილების სტუმარი ვარ, არ მჭირდება სახლ კარი. ( პეპელა) 51 საქათმის ქვეშ სოროსა თხრის, ფრინველების მტერია, ალბათ მიხვდით ვინც იქნება, ქურდბაცაცა … ( მელია) 52 ქართულ ზღაპრის გმირი არის, კომბლის კარგი მჭრელია, ცხვრებს დარაჯობს დღედა ღამე, მაინც ეკარგებიან. (კომბლე) 53 მის გარეშე ვერ მიხვდებით დარი მოდის, თუ ავდარი, დაფრინავს და მხრებს უმშვენებს კოპლიანი მოსასხამი. ( ჭიამაია) 54 მე ზღაპარში უკვდავების წამალი ვარ, ექიმებში ვიტამინით სავსე წყარო, თუ ჩამკბიჩავ ვეღარასდროს იტყვი უარს, ჩემს ტკბილ ნაყოფს ყველა სიყვარულით ნატრობს. ( ვაშლი) 55 ყურპანტურა ცხოველია, დაბაჯბაჯებს ნელა-ნელა, თუ გაბრაზდა ისე მოგსდევს ძნელი არის თავის შველა, ხორთუმს ისე მარჯვედ იქნევს, რომ მათრახი გეგონება. ( სპილო) 56 ხან მძიმე ვარ, ხან მსუბუქი, მოსწავლის ვარ მეგობარი, მის ბეჭებზე ჩახუტებულს სკოლისაკენ მიმაქვს ბარგი. ( ჩანთა) 57 პაწაწინა ფრინველია, თქვენს ეზოს შეჩვეულა, ცივ ზამთარში თქვენთან რჩება, თავს არა გრძნობს ეულად. ალბათ უკვე გამოიცან დაჟღურტულებს დღემუდამ, თქვენს ფანჯრებთან აბუზული, საკენკს ელის ... ( ბეღურა) 58 ზღაპარშიც და სიცხადეშიც არვინ არ ახსენებს კარგად, ბოროტების სიმბოლოა, შავი კატის ფერის მსგავსად. დაფრინავს და არემარეს თავს დასჩხავის, ყვა-ყვა, ყვა-ყვას. ( ყვავი) 59 მთის კალთებზე უყვარს ფრენა, მედიდურ იერი აქვს , მის სახელზე ყველა კრთება რაც კი ქვეყნად ფრინველია. ცაში ლაღად მონავარდე სიძლიერით პირველია, ფრინველებში მეფედ ცნობენ, გამოიცან რომელია. ( არწივი) 60 გაზაფხულზე ხშირად გსტუმრობთ, ზაფხულში კი ნატრობთ ჩემს ხმას, როცა მოვალ ქოლგით ხელში შინისაკენ გარბის ყველა. ( წვიმა)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)