გამოცანები 4
61 ბურთის ფორმის ხილი არის, ზომით დიდი იზრდება, ზამთრის ჰქვია სახელი და საზაფხულოდ მწიფდება. ( საზამთრო) 62 ფესვი არის ბოსტნეულის, საკნატუნო, სასუსნავი, კურდღლისათვის უკეთესი არ ინატრო საჩუქარი. ( სტაფილი) 63 თუ გინდა რომ არ იარო ოფოფივით გაჩეჩილი, თმაზე ხშირად გადაისვი ჯადოსნური ... ( სავარცხელი) 64 მის მოსვლასთან ერთად მოდის მზით მცხუნვარე დღეები, თან მოჰყვება ამ თბილ სეზონს სკოლის არდადეგები, მდინარის პირს გართობა და ზღვის ტალღების ცეკვები. ( ზაფხული) 65 გაზაფხულზე მის ტკბილ ჭიკჭიკს ველოდებით მოუთმენლად, გადამფრენი ფრინველია თეთრ გულა, კუდ მაკრატელა, ჩვენს ფანჯრებთან ჩამომჯდარი, ტალახისგან ბუდეს ძერწავს. ( მერცხალი) 66 ცხრა ზღვისა და ცხრა მთის ამბავს მოგიყვებათ, გამოარკვევთ მტყუანსა და მართალს, ის მოგითხრობთ დევებსა და გველეშაპზე გასაოცარ, გამოგონილ ამბავს. ჭირის იქ და ლხინის აქეთ მომტანია, ეს წიგნია მეოცნებე ხალხთა, და თუ გვიყვარს გამოგონილ ამბის კითხვა, გადავფურცლავთ გამოგონილ … ( ზღაპარს) 67 წელიწადის დროებს შორის მას ბარაქით არ ჰყავს ტოლი, მწიფს სოფელში რაც ხილია და გიძახის ჩემთან მოდი. წელიწადის ამ დროს ახლავს ნაირფერი ტყის ფონები, აფერადებს არემარეს ჭრელაჭრულა ხის ფოთლები. ( შემოდგომა) 68 მას მზისფერი ყვავილი აქვს, მზეს უმზერს და მწიფდება, ის ზრდასრული როცა ხდება საკვებად გადიქცევა. ( მზესუმზირა) 69 მთელ დღეს გორავს აღმა-დაღმა, ათ ბავშვს ხტუნვა-ხტუნვით ართობს, როცა ყველა დაიღლება მხოლოდ მაშინ რჩება მარტო. თქვენთან არის არც იფიქროთ, რომ თამაშით დაიქანცოს. თუ გართობა მოგინდებათ მარტო მყოფსაც კი გაგართობს. ( ბურთი) 70 ნეტავ როგორ არ ეღლება გრძელი წვრილი ნისკარტი, ხის ტოტებზე დაკაკუნობს არის ხეთა მკურნალი. ( კოდალა) 71 წელიწადში ერთხელ მოდის და წელს წელზე უმატებს მის მოსვლისას ნაძვის ხეს ვრთავთ და სურვილებს ვუცხადებთ ( ახალი წელი) 72 სიტყვის წყობა ისეთი აქვს გაფიქრებს რომ გამოიცნო ლექსს გავს მაგრამ ის არ არის ფიქრს გვაჩვევს და თან ვხალისობთ ( გამოცანა) 73 მის ტკბილ ხმაზე მზე იღიმის ბუნება კი ყვავის, მგალობელი ფრინველია ფერად მუქი შავი, მწიფე ხეხილს შესჩვევია. ვინ იქნება? ( შაშვი) 74 გადათხარა მთელი ეზო ამ ღრუტუნა ცხოველმა ლაფს და გუბეს სადაც ნახავს მასში თავით ეშვება ( ღორი) 75 მიდიხარ და თან მოგყვება სადაც უნდა წახვიდე ხან გრძელია ხანაც მოკლე და არასდროს არ გვტოვებს არც ჩქარობს და არც ნელია ყველა შენს სვლას ასრულებს ( ჩრდილი) 76 სინათლის დროს მათ ვერ ვხედავთ ზოგჯერ ვითვლით, ზოგჯერ ვერა როცა ცაზე ბინდი ჩნდება მაშინ უყვართ გამოჩენა ( ვარსკვლავი) 77 მოხდენილი სახლი არის ტკბილი თაფლის ჩელტებით მასში ცხოვრობს ათასოვით პაწაწინა მწერები ( სკა) 78 რაგბის ბურთის ფორმისაა მზისებრ ყვითელ ფერის გემრიელი ხილი არის ტკბილი სურნელების ( ნესვი) 79 ჭაობებში თევზებს იჭერს ცალ ფეხზე მდგარს უყვარს ძილი თეთრია და გრძელ კისერა ფრინველია ტანად დიდი (წერო) 80 როცა გალობს ირგვლივ ყველგან ისმის მისი გუგუნი სხვის ბუდეში კვერცხს ჩუმად დებს ვინ იქნება? ( გუგული)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)