გამოცანები 5


81
მარცვლოვანი მტევნები აქვს 
თაფლის სიტკბოს სადარი 
როცა მის წვენს ამზადებენ 
ეწოდება ბადაგი
                   ( ყურძენი)

82
ხმელ ბალახში დადებს კვერცხებს 
სამი კვირა მას ათბუნებს 
გამოჩეკილ წიწილებს კი 
თავს ევლება იცავს ბუდეს 
მასთან ახლოს თუ მიხვედი 
ძალზედ ბრაზობს და კრუხუნებს 
                              (კრუხი)

83
კრუხს და წიწილს დასტრიალებს
 გაიტაცა ერთი-ორი 
მტაცებელი ფრინველია 
და სახელად ქვია .... 
                                  (ქორი)

84
თუ ნარჩენებს შეაგროვებთ 
და ნაგავის ჩაყრა გსურდათ 
ამ საქმეში დაგჭირდებათ 
ნაგვის ჩასაყრელი                    
                                                         (ურნა)

85
ფრინველებში ცნობილია 
როგორც სიტყვის დიდოსტატი 
ყურს გიგდებს და იმეორებს 
თითქოს ესმის სიტყვის არსი 
ბუმბულებით ჭრელაჭრულას 
ნისკარტი აქვს ნამგლის მსგავსი 
                          (თუთიყუში)

86
მთის ფერდობებს ხშირად სტუმრობს 
თეთრად ბურავს მისი მისვლით 
წყლის წვეთებით შექმნილია 
და სახელად ქვია …..
                                 (ნისლი)

87
ზღაპრებსა და სიცხადეშიც 
მატყუარას როლის ოსტატს, 
როცა არვინ ეთანხმება 
თავის კუდი მოწმედ მოჰყავს.      
                                           ( მელა)

88
დღედაღამე არ ჩერდება 
სულ მოძრაობს და წიკწიკებს 
სტუმრად მივალთ თუ სკოლაში 
მას შევხედავთ და დროს ვიგებთ
                                                ( საათი)

89
სულელისთვის ზედმეტი ვარ 
დინჯისათვის დიდად სარგო 
არ ვჩანვარ და მაინც ყველა 
წარმატების მე ვარ წყარო 
ვინც მომიხმარს ყველა საქმეს 
გააკეთებს ის უნაკლოდ
                                                ( ჭკუა)

90
ზღვის ტალღებზე დანავარდობს 
აუშვია თეთრი აფრა, 
ამ ტალღებთან მებრძოლ “რაინდს” 
ათასობით მგზავრი დაჰყავს.       
                                                    (გემი )

91
ზღვის ნაპირზე უყვარს ფრენა 
ამ ქათქათა ფრინველს,
არ სჭირდება მას ანკესი 
თევზს ტალღებშიც იჭერს.
                                               (თოლია )

92
სახურავზე წკაპაწკუპით მიყვარს ხტომა
ხის ფოთლებზეც აღმა-დაღმა დავხტივარ
მიწას როცა დავეცემი შხაპაშხუპით
მზის სხივები კვლავ ღრუბლებთან ამიყვანს
                                                              (წვიმა)

93
გაზაფხულზე კვირტებიდან ვიბადები
და მეტწილად მწვანე ფერის ტანი მაქვს
შემოდგომით ჭრელაჭრულა ფერის ვხდები
ტოტს ვწყდები და ქარის ქროლვით დავდივარ
                                               (ფოთოლი )

94
სხეული მაქვს ძალზე ცივი,
გამჭვირვალე ფერის ვარ,
ზამთრის მეგობარი მქვია,
სითბოს დიდი მტერი ვარ.
                                            (ყინული)

95
თეთრ წვერა და თმაჭაღარა ჩვენთან მოსვლას ჩქარობდა, 
ზურგზე ხურჯინ გადაკიდულს საჩუქრების მთა ჰქონდა, 
ვერვინ ნახავს  მის გარეშე ნაძვის ხესთან ანცობას, 
ყველა ბავშვი ელის მასთან საახალწლო გართობას.
                                ( თოვლის ბაბუა)

96
ცივ ზამთარში ტანზე მმოსავს 
მწვანე წიწვის საფარი, 
ციყვისათვის ბინაც მაქვს და 
გემრიელი საგზალიც, 
საახალწლოდ გამოწყობილს 
თავზე მადგას ვარსკვლავი.
                    ( ნაძვის ხე)

97
საახალწლო ნუგბარი ვარ 
ნიგვზითა და თხილით, 
ჩამომკიდეს თეთრ ძაფებზე 
თითქოს ვიყო მძივი, 
ცხელ თათარას თავს მასხამენ 
მოთუხთუხე ქვაბში, 
გადამკიდეს ხარიხაზე 
და ლამაზად გავშრი.
                         (ჩურჩხელა)

98
რამდენ სახელს მეძახიან
ვერ დაითვლით ალბათ დიდხანს, 
დავაყენებ წყლის გუბეებს 
როცა თქვენთან სტუმრად მოვალ, 
ხან თქეშა ვარ, ხანაც თავსხმა, 
ხან დელგმა და ხან ჟუჟუნას. 
                             (წვიმა)

99
მე ფაფუკი თოვლისაგან შექმნილი ვარ, 
ფიფქებისგან მე მაქციეს თეთრ ცივ ბურთად, 
ვისაც უნდა გასართობად თოვლში ბრძოლა 
გამამზადეს საბრძოლველად თოვის …..  
                                                   (გუნდა)

100
მწვანე ფერის მობიბინე მცენარეა 
გაზაფხულზე ალამაზებს მინდორ-ველს
როცა ხმება ცელავენ და თივა ხდება
ზამთრისათვის უნახავენ ცხოველებს     
                                                 ( ბალახი )

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი