სულის სიმღერა


მერე რა, თუ დღეს ფარდა დაეშვა, 
სულში ფიქრების ტალღა გამეფდა, 
არ დავნებდები და არ ჩამოვყრი ფრთებს. 
ჩუმი ნაბიჯით ჩემს გზებს გავყვები, 
ნისლებს გაფანტავს თეთრი აფრები, 
მშვიდად შევხედავ ზღვაში ჩამავალ მზეს. 
მწვერვალისაკენ არ ვიხედები, 
ჩემს სავალ ბილიკს ფრთხილად ვეხები, 
ვერ შემაშინებს მიზნის სიშორე, ვერ. 
მერე რა, თუ დღეს ფარდა დაეშვა, 
სულში ფიქრების ტალღა გამეფდა, 
თვალს გავუსწორებ ბედნიერების მზეს. 

თამარ გელაშვილი  08.07.2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი