სევდიანი განშორება


როცა წუთები ათვლას დაიწყებს, 
თვალს გავუსწორებ ცხოვრების წამზომს, 
ავედევნები შენსკენ მავალ ქარს, 
ერთხელ მოგპარავ ბოლო თბილ ამბორს. 

როცა საათი წიკწიკს შეწყვიტავს, 
ცოტა ხნით კიდევ მინდა ვიცოცხლო, 
ჩაგხედო ცრემლით სავსე თვალებში, 
რომ თბილი მზერით გაგაიმედო. 

თამარ გელაშვილი 6.09.2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი