დრო სწრაფად გადის


დრო სწრაფად გადის, მიფრინავს, 
უკან მოხედვას ვერ ვასწრებთ, 
ახალგაზრდობაც მიჰყვება, 
სიბერე ბევრჯერ გვიავდრებს. 

წუთი ხარ წუთი სოფელო 
და რაღად გვიჩენ იარებს, 
ეს დალაოცილი საწუთრო 
სალხინო გზებით გვიმადლე. 

წამოგვეწევა სკვდილი 
სიცოცხლის ჯიბრზე იმარჯვებს, 
ოი, შენ წუთი სოფელო, 
რა სწრაფად ჩამოგვიარე.
    თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი