მარადისობა


ცხოვრება ისე უნდა გალიო, 
ყვაოდეს შენი ნაფეხურები,
მოგონებებით უნდა იცოცხლო, 
როცა საწუთროს საზღვრებს გაცდები.

კეთილი საქმე არ იკარგება,
საქმით ფასდება კაცი ყოველი,
სხეული კვდება, სახელი რჩება,
ნათელს მოგაგებს წუთისოფელი.
   თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი