მშვიდობა შენდა


მშვიდობა შენდა, ჩემო ქვეყანავ, მშვიდობა შენდა!
სალხინოდ ექცეს ყველა დილა ოჯახს და კერას,
არ დასტყობოდეს სევდის კვალი სახეზე დედას,
აღარ ეხილოს ომის ცეცხლი ამ ღვთიურ ზეცას.
მშვიდობა შენდა, ჩემო ქვეყანავ, მშვიდობა შენდა!
მშვიდობის დილა გაუთენე ამ ქვეყნად ყველას!

თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი