რაცავარ ესავარ


რაცა ვარ ესავარ, არავის ვედრები,
მე ჩემი გზები მაქვს სავალი,
არვის ვემსგავსები, სხვის ნიღაბს ვერ ვირგებ,
არავარ ბუნებით თვალხარბი.
თუ ჩემი სიტყვები დუმან და შფოთავენ
სწორედ მაშინ მიჭრის კალამი,
თუ მიჭირს არ ვვოხრავ, ვცდილობ რომ გავმაგრდე,
ვცდილობ გზა ვეძიო მართალი.
არ ვცდილობ სხვის თვალში ლამაზად წარდგენას,
ჩემს თავთან მსურს ვიყო მართალი.
თამარ გელაშვილი 10.03.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი