მშობლიურო მიწავ ჩემო
როგორ არ მიყვარდე, როგორ არ გლოცავდე, გულით საფიცარო ჩემო, როგორ არ მხიბლავდეს შენი ველმინდვრები, ყვავილთ მოჩითული მდელო. მთები საჯიხვე და ზეცა საარწივე მტერს თვალს დაუბრმავებს ჩემო, ხავსმოკიდებული წყარო უკვდავების შეფით გამაცოცხლებს ჩემო. როგორ არ მიყვარდე ჩემო სულის ლხინო, ღვთისგან კურთხეულო ჩემო, როგორ გავიმეტო სხათა სათარეშოდ პაპის ჩრდილდამდგარი ეზო. ჩემო მშვენიერო, ჩემო საფიცარო, მშობლიურო მიწავ ჩემო. თამარ გელაშვილი 09.03.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი