დედის თვალები გაზაფხულს ჰგავს


დედის თვალები გაზაფხულს ჰგავს იებით სევსეს, 
სინაზესა და სურნელებას ირგვლივ რომ აფრქვევს. 
დედის ხელები ტიტებსა ჰგავს ყინვასთან დამხვედრს, 
შვილის ყოველი გაღიმებით პრობლემებს ამსხვრევს. 
დედის ღიმილი თეთრ ვარდსა ჰგავს იმედით სავსეს, 
შვილის ღიმილი მის სიცოცხლეს ათწლეულს მატებს.

თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი