მენატრები...
მენატრები, უსაშველოდ მენატრები, ვერ ვერევი ამ დიდ სულის ტანჯვას, უშენობით გადაღლილი გული მტკივა, დავდივარ და სულით სევდა დამაქვს. ფრთამოტეხილ თეთრ თოლიას ვემსგავსები, ცრემლები რომ უსახსოვრა შავ ზღვას. მენატრები, უსაშველოდ მენატრები, ძნელი არის უშენობის განცდა. თამარ გელაშვილი 16.02.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი