მძიმე ლოდი


ბავშვობა ძლიერ ნაჭუჭში ძვრება, 
როდესაც მშობლის სამარეს ხედავ, 
თავზე გენგრევა ფერადი კოშკი, 
გგონია მათი სიკვდილით მოკვდი. 

თითქოს დასრულდა ეპოქა მშვიდი, 
გარდასულ დღეთა გერევა ფიქრი, 
გისხვაფერდება ცხოვრების ხედვა, 
რადგან შენს ზურგზე მძიმე ჯვარს ხედავ. 

ბავშვობა ძლიერ ნაჭუჭში ძვრება, 
როდესაც მშობლის სამარეს ხედავ. 

თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი