სიყვარულის ფიცი
ჩემთვის მდელო ხარ, მოჩითული ფარსმანდუკებით. თეთრი პეპელა, მოფარფატე ნაზი გრძნობებით. ჩემთვის მიწა ხარ, რომელზედაც მყარად დავდგები, მთის არწივი ხარ, ძლიერ ფრთებით ჩემი დამცველი. -შენ მზის სხივი ხარ, -შენ კი ზეცა ზურმუხტ ფერებით, -ერთად გავლიოთ ეს საწუთრო წრფელი გრძნობებით. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი