დედაშვილობა-ღვთიური მადლი


მე შენი გრძნობის უთბილესი მხურავს საბანი 
და იავნანა ტკბილხმოვანი დღესაც ჩამესმის,
მე შენში მიყვარს ღვთაებრივი სურნელი ქალის,
დედის გარდა რომ ვერ შეიგრძნობ, არვის არ ასდის.


შენი თვალების უსასრულოდ მომყვება სითბო,
ვიცი დამიცავს ქარიშხალშიც, დარშიც, ავდარშიც,
მე შენში მიყვარს შემოხედვა დედა არწივის,  
რომ დაამარცხებს ერთი მზერით ჩემში ყველა შიშს.

შენი ხელების შეხება და ტკბილი ხმა მიყვარს,
ეგ ხმაა ჩემი უებარი დარდის წამალიც,
იადონის და ბულბულის ხმა მასთან რას მივა,
ამქვეყნად დედის ხმის სადარი ნეტავ რა არის?

მე შენი გრძნობის უთბილესი მხურავს საბანი 
და იავნანა ტკბილხმოვანი დღესაც ჩამესმის,
მე შენში მიყვარს ღვთაებრივი სურნელი ქალის,
დედის გარდა ხომ ეს სურნელი არვის არ ასდის.
16.02.2018 
თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი