მშობლიური განცდა
როგორ არ ვთქვა, ის მთა მიყვარს, ყოველ დილით თვალს რომ ვავლებ, ის მზე მიყვარს, იმ მთებიდან ჩემს ფანჯრებს რომ აფერადებს. მიყვარს ჩემი სოფლის წყარო — ანკარა და მორაკრაკე, რომ ჩავუვლი, შემომძახის: „მოდი, თორემ უცხო დამლევს!“ მინდვრები და ტყის პირები ყვავილების ზღვას მომართმევს, თავს მაწონებს სურნელებით, სადაც წავალ, სულ თან დამდევს. მშობლიური ნიავია, მთელი დღე რომ ცელქად დამდევს, საითაც კი ნაბიჯს წავდგამ, მშობლიური განცდა მავსებს. მე სამშობლოს სიყვარული აჩრდილივით სულ თან დამდევს, ეს ხედები ყოველ დილით მშობლიური განცდით მავსებს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი