ჩემი სამშობლოა


ჩემი სამშობლოა ჩემთვის,
სულის მალამოც და დარდიც, 
ჩემი ლექსის წყაროს სწორედ,
ჩემი საქართველო არის. 

ჩემი სამშობლოს მთა მიყვარს,
მიყვარს - ქვაც, ღორღიც და მდელოც,
ჩემი სოფლის შარა მიყვარს,
მიყვარს ჩრდილდამდგარი ეზო.

აქ, სულ სხვა ფერი აქვს ზეცას,
ზღაპრულ სილამაზეს აფრქვევს,
ყვავლებს მიქარგავს  მდელო,
ღიმილით მიყურებს მთვარე.

ჩემი სამშობლოა ჩემთვის,
სულის მალამოც და დარდიც, 
ჩემი ლექსის წყაროს სწორედ,
ჩემი საქართველო არის.

თამარ გელაშვილი
31.10.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

დამაჟრიალა👏

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი