სიყვარული
სიყვარული არც ქრება და არც ხუნდება, მას ასაკში ემატება მეტი ხიბლი, ხან ბრწყინავს და ხანაც ჩუმად იქარგება, სიტყვაძუნწი და უთქმელი გრძნობის ფიქრით. სიყვარული არც ცვდება და არც ბერდება, დროთა სვლაში თავისი აქვს შნოც და რიდიც, ახალგაზრდის სიყვარული ენამზეობს, ხანდაზმულს კი შეუნახავს სიტყვა სკივრში. სიყვარული ნათელ სხივად გვევლინება, მღელვარებაც საამური მოაქვს სულში, წრფელი გრძნობა ჩვენთან ერთად იფერფლება, გზას გვინათებს მარადიულ სიყვარულში. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი