რთველი
ვაზმა დაიბერტყა გრეხილი ტოტები და თავის ნაყოფი მშრომელ ხელს გადასცა, ქარვესფერ მტევნებით აივსო გოდრები, მარანში საწნახელს დაეტყო ბარაქა. ამღერდა ქვევრებში ჩუხჩუხა მაჭარი, ქვაბებში თუხთუხებს ცხელ-ცხელი თათარა, კაკალმა მოძებნა ლამაზი თოკები, ხარიხა ჩურჩხელის მძივებმა დახატა. პალიტრა შეივსო ღვთუირი ფერებით, ფოთლებზე ფერადი ფერები დაღვარა და ასე ფუსფუსით, საქმით დატვირთულმა, რთველმა ოქტომბერის დღეები ათვალა. თამარ გელაშვილი