სულის ძახილი
არასოდეს არის გვიან ოცნებისთვის თუკი გულში სურვილები ანთია, ამ ცხოვრებას სიხარულით ეგებები თუ შენს სულში ოცნებები დაქრიან. თუ ფიქრების გააზრების მოგდევს ძალა მოუფრტხილდი ფიქრებს ღამენათენებს, ოცნებები არასოდეს დაივიწყო, კაცს ოცნების ერთგულება აცოცხლებს. შენს ოცნებას არასოდეს უთხრა არა თორემ მერე უსათუოდ ინანებ, ბინდის ფერი ნათელ დილად გადიქცევა თუ ოცნების ასრულებას იწამებ. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი